გიგი წერეთელი - რექს ტილერსონის განცხადებები საქართველოზე ძალიან სერიოზული სიგნალი და გზავნილი
გიგი წერეთელი - რექს ტილერსონის განცხადებები საქართველოზე ძალიან სერიოზული სიგნალი და გზავნილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთლის განცხადებით, ვენაში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, რექს ტილერსონთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, საქართველოს შესახებ ​ტილერსონის განცხადებები მნიშვნელოვანი გზავნილის მატარებელია.

„რექს ტილერსონს მცირეხნიანი შეხვედრის დროს მადლობა გადავუხადე საქართველოს მხარდაჭერისთვის. დღეს ეუთო-ს სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ორჯერ ახსენა საქართველოს პრობლემატიკა. ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი და გზავნილი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

რექს ტილერსონის გარდა, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, გიგი წერეთელი ასევე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ავსტრიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, გიგი წერეთელმა ეუთო-ს მინისტერიალს სიტყვით დღეს პირველად მიმართა.