გიგი წერეთელი - ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრატეგია, რათა უკეთ გავართვათ თავი ამოცანებს
გიგი წერეთელი - ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრატეგია, რათა უკეთ გავართვათ თავი ამოცანებს

ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრატეგია, რათა უკეთ გავართვათ თავი ამოცანებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ხვალინდელი შეხვედრის მიზანი სამომავლო გეგმების განხილვა იქნება.

„სრულიად ბუნებრივია, რომ ამ ვითარებაში ოპოზიციას სჭირდება მეტი კონსულტაცია, რა შესაძლო გართულებებიც შეიძლება მოჰყვეს, ესაა ნიკა მელიას საქმე და კიდევ სხვა საკითხები, მაგრამ მთლიანობაში ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრატეგია. ეს არის ყველაზე კარგი, რათა უკეთ გავართვათ თავი ამოცანებს და ის გზა, რომელიც არის არჩეული, ხელისუფლების მშვიდობიანი საარჩევნო გზით შეცვლის და ამ პროცესში როგორ მოხდება ხელისუფლების შეცვლა იმ ინტერაქციის საკითხში, რომელიც დასმულია ოპოზიციის მიერ. შესაბამისად, ეს იქნება შეხვედრის მიზანი, როგორი იქნება სამომავლო გეგმები. ვხედავთ, რაღაც გადალაგებები ხდება, გადაწყობა-გადმოწყობა, არის გარკვეული სიახლეები“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, შეხვედრას დაესწრება ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ესწრება ხოლმე.

„არსებობს გარკვეული ჩიხი, რაღაც შეთავაზებები. მემორანდუმი არსებობს, რომელიც ბევრისთვის არის მიუღებელი. შესაბამისად, როგორი იქნება პასუხი, ეს იქნება ერთი ოპოზიციის მხრიდან და რა გზა უნდა გაიაროს, რა სტატეგია უნდა დაისახოს. მნიშვნელოვანი საკითხია მელიას თემა, რადგან ხელისუფლება და მაღალი დონის ორგანოები შესულები არიან გარკვეულ ჩიხში. ძალიან მძიმე გადაწყვეტილება არის მისაღები. ეს არის პოლიტიკური დევნა, საქართველოს რეპუტაციისა და მიზნისთვის, რომელიც საქართველოს სჭირდება, იმ ევროატლანტიკური მიზნისთვის და ჩვენი განვითარებისთვის, პარტნიორობისთვის არის ცუდი მოვლენა. მე მცირე იმედი მაინც მაქვს, რომ ასე არ მოხდება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.