გიგი წერეთელი - ნატო-ს ბრიუსელის სამიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა, დამაიმედებელი გზავნილებია როგორც ამერიკის, ასევე ევროპელი პარტნიორების მხრიდან
გიგი წერეთელი - ნატო-ს ბრიუსელის სამიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა, დამაიმედებელი გზავნილებია როგორც ამერიკის, ასევე ევროპელი პარტნიორების მხრიდან

ნატო-ს ბრიუსელის სამიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა, დამაიმედებელი გზავნილებია როგორც ამერიკის, ასევე ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რათა ნატო კიდევ ერთხელ გაძლიერდეს და მიზანმიმართულად იმოქმედოს იმ არეალში, რომელიც უსაფრთხოების გარანტორია საქართველოსთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო არა მხოლოდ წარმოდგენილი იყოს სამიტზე, არამედ მისი საკითხიც განიხილონ.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთია, ჩვენ ვიყოთ არა მხოლოდ წარმოდგენილი, არამედ საკითხი იყოს განხილული. მიუხედავად გაღრმავებული პარტნიორობისა, მაინც კონკრეტული გადაწყვეტილება, საბოლოო პასუხი არ არის. ამიტომ, დღეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი იწვევს პოლიტიკოსებს, ექსპერტებს იმის თაობაზე, რა უნდა იყოს ამოცანები ამ სამიტისთვის და რას შეიძლება, ველოდოთ ამ სამიტისგან. რა თქმა უნდა, კარგი არ არის, რომ საქართველო მიწვეული არ არის ამ სამიტზე ოფიციალურად, მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობს ინსტრუმენტები, კომისია. ეს არის პაკეტი თანამშრომლობის, ეს არის ასევე წლიური გეგმა, რომელშიც საქართველოა ჩართული. მთავარია, რომ საქართველოდან იყოს დემოკრატიული განვითარების გზავნილები და არა ის, რომ მართლმსაჯულება არ არსებობს, ოლიგარქიული მმართველობა და ა.შ. ეს ყველაფერი აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო ჯერ არ არის მზად ნატო-ს წევრობისთვის. ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი სწორედ ნატო-ა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.