გიგი წერეთელი - დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მიზანს, არა დროის მოგებას, სამწუხაროდ, რუსეთთან ასეთი დიალოგი ჯერ არ არის
გიგი წერეთელი - დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მიზანს, არა დროის მოგებას, სამწუხაროდ, რუსეთთან ასეთი დიალოგი ჯერ არ არის

პოლიტიკა დიალოგის გარეშე არ არსებობს, არც ერთი საკითხი არ წყდება დიალოგის გარეშე, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი წერეთელი.

მან გააკეთა კომენტარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის ვაჭრობის, ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე, უამრავი ჰუმანიტარული საკითხია, რადგან მეზობლებთან ყველა შემთხვევაში გვჭირდება ურთიერთობები“.

გიგი წერეთლის თქმით, არ იცნობს სააკაშვილის განცხადებას, თუმცა ყველა დაპირისპირებისა და ომის შემდეგ არსებობს დიალოგი.

„თუ გვინდა საკითხი გადაწყდეს, უნდა იყოს და რაღაც შეთანხმება. უბრალოდ, აქ არის ერთი მომენტი, ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მიზანს, არა დროის მოგებას, არამედ საკითხის გადაწყვეტას.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით რუსეთთან ასეთი დიალოგი არ არის. რა თქმა უნდა, იქნებოდა კარგი, რომ რუსეთი ისე ჯდებოდეს დიალოგის მაგიდასთან და მისი ლიდერები და წარმომადგენლები, რომ ესმოდეთ, არის მათი ვალდებულება, იგივე 12 აგვისტოს შეთანხმებით; იგივე იმისთვის, რომ მიეცეს საქართველოს საშუალება, განვითარდეს, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა. სამწუხაროდ, ასეთი ხედვა რუსეთში არ არის, რუსეთში არის ხედვა, შეინარჩუნონ ყველა გზებით თავისი გავლენის სფეროები და ზეპირად ეს არის თანამედროვე დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ასეთი სურვილი რუსეთს გაუჩნდება, მაშინ ექნება აზრი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

დატოვე კომენტარი