გიგი უგულავა - წინასწარ საუბრები კომპრომისებზე, წითელ ხაზებზე სწორი არ არის, დღის წესრიგი ცნობილია, რაზეც ვსაუბრობთ, დანარჩენი მოლაპარაკების შედეგია
გიგი უგულავა - წინასწარ საუბრები კომპრომისებზე, წითელ ხაზებზე სწორი არ არის, დღის წესრიგი ცნობილია, რაზეც ვსაუბრობთ, დანარჩენი მოლაპარაკების შედეგია

ვფიქრობ, წინასწარ საუბრები კომპრომისებზე, ქვედა წითელ ხაზებზე არ არის სწორი. მოლაპარაკება იმის მოლაპარაკებაა, რომ შედიხარ მოლაპარაკებაში, დღის წესრიგი ცნობილია, რაზეც ვსაუბრობთ. დანარჩენი მოლაპარაკების შედეგია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, მოლაპარაკებებში წითელი ხაზები არ უნდა იყოს.

„არ ვთვლი, რომ ახლა ჩვენ რაიმე წითელი ხაზები უნდა დავუწესოთ საკუთარ თავს, რადგან ეს არასწორია. ფაქტია, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, დღის წესრიგში და საერთაშორისოდ დადასტურებული ყოფილიყო ეს დღის წესრიგი, ეს ასეც მოხდა. ხელისუფლებას მოუწევს ამაზე ლაპარაკი და დარწმუნებული ვარ, რომ დათმობაზე წასვლაც. საგამოძიებო კომისიის საკითხი ამ კონტექსტში და იმ თემებთან მიმართებაში, რა თემებიც არ შესულა იმ ექვსპუნქტიან გეგმაში, მესამეხარისხოვანია იმიტომ, რომ ეს მინიმუმ გულისხმობს პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობას, პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობა კი შესაძლებელია მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლების და რიგგარეშე არჩევნებზე შეჯერების შედეგად. შესაბამისად საუბარი კომისიაზე ამ გადმოსახედიდან უბრალოდ არაადეკვატურია“, – განაცხადა უგულავამ.