გიგი უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
გიგი უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება მხარდამჭერებს უგულავამ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე გააცნო.

„პირველი სიახლე რაც მინდა გაგაცნოთ ის არის, რომ დავთანხმდი ჩემი კოლეგების, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პარტიის წევრების წინადადებას და გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო პარლამენტის არჩევნებში ხონი-ვანის მაჟორიტარულ ოლქში. ხონსა და ვანს აქვს შანსი, რომ ქვეყანაში მიმდინარე მდორე ცხოვრება პროგრესისკენ შეცვალოს. მე კი მათთვის ყველაფერს გავაკეთებ. წარმოშობით ხობის რაიონიდან ვარ. პირობას ვდებ, რომ თავს მოვიკლავ და ყველა ჩემს დაპირებას მაინც შევასრულებ”,- განაცხადა უგულავამ.

ამასთან, „ევროპულმა საქართველომ“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დღეს გიგა ბოკერია აირჩია.