დონალდ ტრამპი - ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხი პროცენტი უნდა დახარჯონ
დონალდ ტრამპი - ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხი პროცენტი უნდა დახარჯონ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტის ნაცვლად, ოთხი პროცენტი უნდა დახარჯონ. ამის შესახებ განცხადება დონალ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ამავე დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ის კმაყოფილია, ბოლო წლებში ნატო-ს მოკავშირეები სამხედრო ხარჯებს ზრდიან, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„სამხედრო ხარჯები ევროპასა და კანადაში მრავალი წლის მანძილზე იკლებდა. ახლა ეს ხარჯები იზრდება და აშშ კმაყოფილია. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ამისთვის ბევრი იშრომა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს წევრს სახელმწიფოებს შორის ხარჯები უფრო სამართლიანად უნდა განაწილდეს.