გიგი უგულავა - სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო
გიგი უგულავა - სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო

სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიის თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებით ბრძოლა არა თუ მთავრდება, პირიქით, იწყება.

„სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე, პატიმრობით ბრძოლა არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება“, – განაცხადა უგულავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია.

სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ ოფისის იმ ოთახში შევიდნენ, სადაც მელია იმყოფებოდა.

„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ნიკა მელია ავტომობილში მოათავსეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.