გიგი უგულავა - პროკურორმა „ბულბულაშვილმა“ მორიგ ჯერზე მოატყუა საზოგადოება, საპატიმრო გირაო არ არსებობს, ეს არის  საზოგადოების მოტყუება და კანონის უგულებელყოფა
გიგი უგულავა - პროკურორმა „ბულბულაშვილმა“ მორიგ ჯერზე მოატყუა საზოგადოება, საპატიმრო გირაო არ არსებობს, ეს არის  საზოგადოების მოტყუება და კანონის უგულებელყოფა

წესია, რომ უნდა მოვიდეს პროკურორი, დააყენოს შუამდგომლობა თუ უნდათ გირაოზე, მოსამართლე დააკამყოფილებს და შემდეგ იმ ვადაში აქვს ვალდებულება, გადაიხდის თუ არ გადაიხდის. დღეს გირაო არ არსებობს, – ამის შეხებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამგვარი დამოკიდებუებით ჩანს, რომ კანონს პატივს არ სცემენ.

„პროკურორმა ბულბულაშვილმა მორიგ ჯერზე მოატყუა საზოგადოება, ეს კაცი არის ჩვეულებრივი მონა და აფერისტი, რადგან პირველკურსელმაც კი იცის, რომ საპატიმრო გირაო მელიას მიმართ ვერ იქნება გამოყენებული კანონით. რომ გამოდის და ყელმოღერებული გვეუბნება, გადაიხადოს გირაო და გამოვა კანონითო, ვიმეორებ, გამოვიდეს ნებისმიერი პროკურორი და დამიმტკიცოს საპირისპირო, ბოდიშს მოვუხდი, თუ არადა ყოველთვის ყოველ ჯერზე ვეტყვი, რომ არიან მატყუარა, აფერისტები, რადგან საპატიმრო გირაო არ არსებობს. წესია, რომ უნდა მოვიდეს პროკურორი, დააყენოს შუამდგომლობა თუ უნდათ გირაოზე, მოსამართლე დააკამყოფილებს და შემდეგ იმ ვადაში აქვს ვალდებულება, გადაიხდის თუ არ გადაიხდის. დღეს გირაო არ არსებობს. ბულბულაშვილი იძახის ამას, ის არის გულის ამრევი, მატყუარა. ასეთ ადამიანებს ქეჩოში უნდა მოკიდო ხელი და წვეტიანი ფეხსაცმელით პანჩურით  გამოაგდო პროკურატურიდან, იცით რატომ? უკვე მერამდენედ კადრულობს საზოგადოების მოტყუებას. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ვიმეორებ, არის საზოგადოების მოტყუება, კანონის უგულებელყოფა. თუ ასე არ არის, ერთი მუხლი მიმითითოს გინდა ბულბულაშვილმა, გინდა მისმა უფროსმა შარიკოვმა. ყველანი ნაძირლები არიან, ვინც ამას იძახის, რადგან კანონს თავზე ახევთ საზოგადოებას და პატივს არ სცემთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.