გიგი უგულავა - პარტნიორები ორივე მხარეს მოგვმართავენ, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ კრიზისის განმუხტვაში ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი ეკისრება
გიგი უგულავა - პარტნიორები ორივე მხარეს მოგვმართავენ, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ კრიზისის განმუხტვაში ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი ეკისრება

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, პარტნიორები ორივე მხარეს მიმართავენ, მაგრამ ხაზს უსვამენ ხელისუფლების პასუხისმგებლობას და მის განსაკუთრებულ როლს პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში.

ამასთან, უგულავა მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობის ერთ დონეზე დაყენება.

„ხელისუფლება, როგორც წესი, სანახევროდ კითხულობს ყველა განცხადებას. ყველა განცხადება, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან მოდის, შეიცავს ორ მნიშვნელოვან ფრაზას, ერთი- მოგვმართავენ ორივე მხარეს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, მეორე- ხაზს უსვამენ, მაგალითად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არის, რომ კრიზისის განმუხტვაში ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი ეკისრება და ასე მუშაობს დემოკრატია. შეუძლებელია, ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობა გააიგივო, ერთ სიბრტყეში დააყენო. ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში შეიქმნას ისეთი სიტუაცია, სადაც ჩვენს პარტნიორებს აღარ ექნებათ მოსაწოდებელი ორი მხარე. ასე ხდება ბელარუსში, სადაც აღარ არსებობს მეორე მხარე, გაანადგურა ხელისუფლებამ. სწორედ აქამდე არ უნდა მივიდეთ და ჩვენი ძალისხმევა ამისკენაა მიმართული, რომ არ მივიდეთ აქამდე. სამწუხაროდ, განვითარების გზაზე წინაღობად იქცა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.