გიგი უგულავა - ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ძალიან პატარა კენჭია, როდესაც ჩვენს წინ დიდი ლოდი დევს
გიგი უგულავა - ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ძალიან პატარა კენჭია, როდესაც ჩვენს წინ დიდი ლოდი დევს

ვფიქრობ, ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ძალიან პატარა კენჭია, როდესაც ჩვენს წინ დიდი ლოდი დევს, – ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„ასეთ შემთხვევაში უშიშროების უფროსი კი არ მიდის თანამდებობიდან, არამედ, ნორმალურ ქვეყანაში მიდის მთავრობა და რიგგარეშე არჩევნები ინიშნება. ამიტომ ახლა ლილუაშვილზე საუბარი არის ჭანჭიკზე საუბარი. რაღაც თვალსაზრისით, შეიძლება ივანიშვილს აწყობდეს, რადგან მოძებნის მეორე ლილუაშვილს. უბედურების თავწყარო ამ ქვეყანაში არის ივანიშვილი. ტოტალური მოსმენების, ტოტალური პოლიციის თვალთვალის კონტროლის და შანტაჟის სისტემა შექმნა ივანიშვილმა. შესაბამისად ეს არის ამ ადამიანის ცხოვრების წესი. ის არის ბედნიერი, როდესაც კითხულობს ამ კრეფსებს. ტკბება ამ სისაძაგლით, რასაც ამოიკითხავს. ამიტომ ეს სადისტური რეჟიმი, რომელიც უკვე ადამიანებს საძინებლებში უვარდება, აღარ დარჩა რაიონი და აღარ დარჩა ფენა, ვისაც არ აშანტაჟებენ.

2 ოქტომბერს უნდა გავცეთ მთელმა საზოგადოებამ პასუხი, დავასრულოთ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში და გადავიდეთ კოალიციურ მმართველობაზე, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ასეთი ტიპის უკანონობას და მარაზმს,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

დატოვე კომენტარი