გიგი უგულავა - კოვიდრეგულაციების უმრავლესობა არის აბსურდი, ხშირად ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან კავშირი არ აქვს
გიგი უგულავა - კოვიდრეგულაციების უმრავლესობა არის აბსურდი, ხშირად ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან კავშირი არ აქვს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების უმეტესობა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან კავშირი არ აქვს.

„კოვიდრეგულაციების ნახევარზე მეტი არის აბსურდი, ატარებს პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათს, არანაირ კავშირში არ არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან. ქალბატონ ტიკარაძეს და განსაკუთრებით ბატონ გამყრელიძეს, იმ ექიმებს, რომლებმაც პირველივე დღიდანვე გადაწყვიტეს, რომ ყოფილიყვნენ „ქართული ოცნების“ ექიმები და არა საქართველოს  და საქართველოს მოქალაქეების ექიმები, მინდა, ვუთხრა შემდეგი: როდესაც ტიკარაძე გამოდის და ჩვენ რაღაცაზე მოგვიწოდებს, ჯერ თვითონ ზედახორა რომ ჰქონდათ დენდროლოგიურ პარკში მოწყობილი ან წინასაარჩევნო შეხვედრებზე, არ მახსოვს, ქალბატონ ტიკარაძეს სადმე ხმა ამოეღოს.

თუ მას ჰგონია, პოლიტიკოსები მარტო ჩვენ ვართ და თვითონ ზევსის წარმონაქმნები სხედან იქ, სახელმწიფო კანცელარიაში, ძალიან ცდებიან. ამ რეგულაციების უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან.

როცა ქვეყანაში გვაქვს პრობლემა, რეალურად ვინც საჭიროებს, ისინი ვერ ხვდებიან საავადმყოფოებში და ხვდებიან რაღაცის საფასურად, პროტექციის შედეგად, როდესაც ჩამოშლილია მთლიანად ჯანდაცვის სისტემა და ათას უბედურებას ვისმენთ ჩვენ ყოველდღიურად, მინისტრი არ უნდა იცლიდეს პოლიტიკოსების მიმართ ჭკუის სწავლებისთვის. ტიკარაძის ჭკუის სასწავლებელი არაფერი ჭირს ამ ქვეყანას, ვანსაკუთრებით სამარცხვინოა, საერთოდ უდიპლომო ადამიანი გელაპარაკება, რომელსაც ნაყიდი აქვს დიპლომი. ეს ადამიანი საერთოდ ხმას არ უნდა იღებდეს“, – აღნიშნა უგულავამ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა იმ შეზღუდვის დაცვა, რომელიც 28 ნოემბრიდან დადგინდა.