გიგი უგულავა – კალაძემ თქვას, რაც გულში უდევს ან მიკიბ-მოკიბვას მოეშვას
კალაძეს თუ აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას. თუ ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილსა და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას.
მისივე თქმით, ახლა პირდაპირობის დროა და კალაძემაც სათქმელი პირდაპირ უნდა თქვას.
„ნამდვილად ვერ დავკავდები კალაძის ფსიქოანალიზით. მას თუ რამე აწუხებს, გამოვიდეს და თქვას ღიად. მიკიბ-მოკიბვის დრო არ არის. თუ კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას. თუ ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისკენ და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილსა და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას. მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და როდესაც რიგით პოლიციელებს ვთხოვთ პასუხისმgებლობას, არჩეულ მერს მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ასეთი ამბივალენტური საუბრები, რომლებიც იმასაც ტოვებს და ამასაც, იქითაც ვარ და აქეთაც, ქიციც ვარ და ქიცმაცურიც, ესეც მინდა და ისიც მინდა, ასეთი საუბრების დრო აღარ არის. ასეთი საუბრების ფონზე ქვეყანა მიდის სულ უკან და უკან. როცა უნდა ხოლმე, ბატონ კახას, სჩვევია პირდაპირობა და პირდაპირობის დროა, თქვას, რაც უდევს გულში ან მოეშვას ამ მიკიბ-მოკიბვას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, რასაც ბოლო დღეებში ისმენენ, მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საქართველოს გულშემატკივრები არიან. მისივე თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.