გიგი უგულავა - „გირჩის“ ლიდერები არასერიოზულები არიან, არ მივიჩნევ, რომ მათთან რაიმე გეგმებზე საუბარი შეიძლება
გიგი უგულავა - „გირჩის“ ლიდერები არასერიოზულები არიან, არ მივიჩნევ, რომ მათთან რაიმე გეგმებზე საუბარი შეიძლება

ოპოზიციის შეხვედრაზე მობრძანდნენ და ისაუბრეს, ვისაც სურვილი ჰქონდა, მოუსმინა, მე არ მომისმენია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ „გირჩის“ ლიდერებზე საუბრისას განაცხადა.

„მათი განცხადებების შემდეგ არ ვთვლი, რომ მათთან რაიმე გეგმების შესახებ საუბარი შეიძლება. ღრმად არასერიოზული ხალხია. რასაც დღეს მათგან ვხედავთ, დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს. ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი. წარმატებებს ვუსურვებ“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

„გირჩის“ ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს.