გიგი უგულავა - გირაოს გადახდა თემა რომ არ არის, მაგდენი თუ ვერ გაუგია ელისაშვილს, მართლა ბრიყვი საცოდაობაა
გირაოს გადახდა თემა რომ არ არის, მაგდენი თუ ვერ გაუგია ელისაშვილს, მართლა ბრიყვი საცოდაობაა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი უგულავამ ალეკო ელისაშვილის მზადყოფნაზე, ხელფასიდან ნიკა მელიასთვის თანხა გადარიცხოს.
ამასთან, შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, ვინმემ ნიკა მელიას გირაო გადაიხადოს, გიგი უგულავამ თქვა, რომ ეს შესაძლებელია.
„ეგ სიბრიყვეც არის შესაძლებელი, მით უმეტეს, რომ ვნახეთ მოხალისე პიონერებივით ჩამდგარი ვითომ ოპოზიცია, რომელიც გირაოს შესაძლებლობებზე ლაპარაკობდა. თუ მაგდენი ვერ გაუგია ელისაშვილს, რომ ამდენ ხალხს გირაოს შეგროვების შესაძლებლობა არ გვიჭირს და ყველა ლარ-ლარს დადებდა, 10 ლარს დადებდა, 50-ს დადებდა, ვისაც რა აქვს, დადებდა; რომ ეს არ არის თემა. ამდენს თუ ვერ ხვდება, მართლა ბრიყვი საცოდაობაა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.