გიგი უგულავა - გახარიას რამე თუ აქვს სათქმელი, გამოვიდეს და გვითხრას, შტანგისტივით რომ გველაპარაკება
გიგი უგულავა - გახარიას რამე თუ აქვს სათქმელი, გამოვიდეს და გვითხრას, შტანგისტივით რომ გველაპარაკება

გახარიას წასვლა სჭირდება ქვეყანას, სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ მოსახლეობის გაბრაზებულ ნაწილს, რომლისთვისაც მიუღებელი იყო ის, რაც მათ ჩაიდინეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გახარიას რამე თუ აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, გამოვიდეს და გვითხრას, შტანგისტივით რომ გველაპარაკება. გეგონება, მე ვიღებ პასუხისმგებლობას. იღებ რა, შტანგა კი არ არის. თუ იღებ პასუხისმგებლობას, ადექი და უნდა გადადგე. პასუხისმგებლობის აღება ამას ჰქვია. ეს ზღაპრები არ გაუვა საზოგადოებასთან და თუ ვინმე სხვა არის დამნაშავე, ისიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ადრე თუ გვიან საზოგადოება გაიგებს ყველაფერს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება. რადგან პრაქტიკულად გაჩერებული დაპირისპირება ახალ სივრცეში და დარბევაში გადაიყვანა იმ დანაშაულებრივმა დავალებამ, რომელიც ვიღაცამ გასცა. მე ჩემი ვერსია მაქვს, ვინ გასცა ბუნებრივია, მაგრამ მე არ ვარ ამ ადამიანებივით უპასუხისმგებლო, რომ კიოდნენ მკვლელებო და მკვლელებოს. ვითხოვ სიმართლეს, ვითხოვ გამოძიებას და ვითხოვ პროპორციულ ადეკვატურ გამოძიებას. აი, ეს ხალხი მინიმუმს ითხოვს, ითხოვს, რომ მხოლოდ გადადგეს და არ კივის მკვლელებოს“,- განაცხადა უგულავამ.