გიგი უგულავა - 2-ჯერ 2-ის შემოხაზვით ჩვენ ერთად ვიქნებით ზუგდიდელების ცვლილებების ხმა საქართველოს პარლამენტში
გიგი უგულავა - 2-ჯერ 2-ის შემოხაზვით ჩვენ ერთად ვიქნებით ზუგდიდელების ცვლილებების ხმა საქართველოს პარლამენტში

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, ბათლომე შელიასთან ერთად, მხარდამჭერებს შეხვდა და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

უგულავას თქმით, დღე ზუგდიდს აქვს შესაძლებლობა, რომ „ევროპული საქართველოს“ ორჯერ შემოხაზვით საკანონმდებლო ორგანოში ჰყავდეს ორი წარმომადგენელი.

„დღეს, 2-ჯერ 2-ის შემოხაზვით ზუგდიდს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს ორი დეპუტატი, დამიჭიროს მხარი მე, როგორც მაჟორიტარს და ასევე „ევროპული საქართველოს“ ღია სიაში მხარი დაუჭიროს ბათლომე შელიას.

მე არ ვმონაწილეობ კონკურსში, ზუგდიდის ორივე ოლქის სახელით ჩვენ შიდა პარტიულ კონკურში მონაწილებს ჩვენი ზუგდიდის საკრებულოს წევრი, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავჯდომარე, ბათლომე შელია. შესაბამისად, ჩვენ ორივეს ერთად უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლება, უფრო ხმამაღალი ხმა ვიქნებით ზუგდიდელების და რაც მთავარია, გარდამტეხი ხმა ვიქნებით გარდამტეხი ცვლილებებისათვის.

ჩვენ გვაქვს ცვლილებების გეგმა, რომელიც საჭიროებს თქვენ მხარდაჭერას, ეს ცვლილებების გეგმა ეხება მთელ ქვეყანას, ყველა სფეროს და, რა თქმა უნდა, ზუგდიდს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ბათლომე შელიას თქმით, ის შიდა პარტიული კონკურენცია, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს, უნიკალური და სამაგალითოა; არის იმის წინაპირობა, რომ სწორედ ეს გუნდი მოუტანს როგორც ზუგდიდს, ისე მთლიან საქართველოს გარამტეხ ცვლილებებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „ევროპულ საქართველოს“ იმისათვის, რომ ჩემი 23-წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში პირველად მომეცა შანსი, რომ სწორედ თქვენი თანადგომით მე წარმოგადგინოთ თქვენ პარლამენტში, წარმოვადგინო ჩემი ქალაქი პარლამენტში და ვიბრძოლოთ იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რისთვისაც ჩვენ აქ უკვე რამდენიმე წელია ვიბრძვით საკრებულოს ფორმატში. სწორედ ახლა, პარლამენტში შეგვიძლია გადავწყვიტოთ ზუგდიდელების უკეთესი მომავალი.

შიდაპარტიული დემოკრატიის უნიკალური მაგალითი საიდან შეიძლებოდა საქართველოში წამოსულიყო თუ არა „ევროპული საქართველოსგან“, რომელიც უკვე წლებია მაგალითია იმ საკითხებში, რაც დემოკრატიულ ღირებულებებს შეეხება.

სწორედ ერთად მე და გიგის შეგვიძლია, რომ ზუგდიდს მოვუტანოთ ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც უკვე დიდი ხანის საჭიროებს ეს ქალაქი“, – განაცხადა ბათლომე შელიამ.