„სამტერდიას“ ყოფილმა მცველმა, გიორგი მჭედლიშვილმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 25 წლის ქართველი მცველი ხორვატიის პირველი დივიზიონის მეორეადგილოსან ნოვა-გორიცას „გორიცაში“ ჩაირიცხა.
აღნიშნული ინფორმაცია ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველ არხს დაუდასტურა.
„14 იანვარს ხორვატიაში გავემგზავრე, კონტრაქტი კი დღეს გავაფორმე და “გორიცას” ფეხბურთელი გავხდი. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ევროპის ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში მოვხვდი. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ამისთვის მზად ვარ. როგორც წინასწარ მოვილაპარაკეთ, ხელშეკრულება ორწლიანი” – ამბობს გიორგი მჭედლიშვილი პირველ არხთან.