გიგი მჭედლიშვილი - ლატვიაში ფინანსური პრობლემები შეგვექმნა
გიგი მჭედლიშვილი - ლატვიაში ფინანსური პრობლემები შეგვექმნა

ლატვიური საფეხბურთო კლუბის, „ვენტსპილსის“ ქართველი მცველი გიგი მჭედლიშვილი საქართველოს პირველ არხთან პანდემიის პერიოდში გუნდში შექმნილ ფინანსურ სირთულეებზე ლაპარაკობს, რის გამოც მოთამაშებს პრობლემები შეექმნათ.

„4 თვეა, ნორმალურად ხელფასი არ აგვიღია. ასე უცხოეთში ცხოვრება ძალიან ძნელია. გადა ამისა, ლეგიონერებს „ვენსპილსი“ ბინის ქირის ხარჯებსაც აღარ გვიფარავს და ესეც ჩვენ დაგვაწვა. რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ იმედია, ვითარება გამოსწორდება. გუნდში გვაიმედებენ, რომ თამაშების განახლების შემდეგ ვითარება გამოსწორდება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიგი მჭედლიშვილი.

ვენტსპილსში“ ოთხი ქართველი თამაშობს – გიგი მჭედლიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი და გიორგი ერისთავი. მჭედლიშვილის თქმით, სეზონი მალე განახლდება: „საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელად ვართ და პრობლემების მიუხედავად, საყვარელი საქმით ვცხოვრობთ. ყველა პირველი ტურის მატჩისთვის ვემზადებით, რომელსაც 15 ივნისს გასვლაზე „რფს“-თან გავმართავთ“.