გიგი იოსელიანი - „სამტრედიამ“ ქულები ჩვენი და მსაჯების უხეში შეცდომების გამო დაკარგა #1TVSPORT
გიგი იოსელიანი - „სამტრედიამ“ ქულები ჩვენი და მსაჯების უხეში შეცდომების გამო დაკარგა #1TVSPORT

გიგი იოსელიანი დარწმუნებულია, რომ „სამტრედიას“ ეროვნულ ლიგაში მეტი ქულა უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ „სამტრედიას“ კაპიტანმა საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.

„გუნდი ჩემპიონატის დაწყებამდე ათი დღით ადრე შეიკრიბა, მაგრამ ფაქტია, „სამტრედია“ არავისთან დაჩაგრულა და პროგრესი თამაშიდან თამაშამდე იგრძნობა. ძირითადად, სასურველ შედეგს ჩვენი უხეში შეცდომებით ვერ ვაღწევდით, მაგრამ იყო მატჩები, რომლებშიც ქულები მსაჯების მიერ დაშვებული რამდენიმე უხეში შეცდომის გამო დავკარგეთ“, – განაცხადა „სამტრედიას“ კაპიტანმა საქართველოს პირველ არხთან.

გიგი იოსელიანის აზრით, გუნდის პოტენციალი „თელავთან“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მოგებულ (2:1) შეხვედრაში გამოჩნდა: „ეს მოგება მეტყველებს, რომ კლუბი სწორად მუშაობს და პროგრესი გამოჩნდა, რადგან სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ძალიან დიდ შრომას დებენ. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დარჩენაა, რაც სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ლოგიკურია, მაგრამ გულშემატკივრებს ვპირდებით, „სამტრედია“ ყველა მომდევნო მატჩის მოსაგებად იბრძოლებს“.

იოსელიანმა გუნდის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა: „ძალიან რთულია ამდენი შეხვედრის წაგების შემდეგ, ასე უერთგულო კლუბს. ჩვენი გულშემატკივრები კი ამის მიუხედავადაც გვერდში გვიდგანან. ეს ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან „სამტრედიაში“ ექვსი წლის წინაც ვთამაშობდი და ამ ადამიანების ასეთი დამოკიდებულების შედეგი იყო, წარმატებული გუნდი რომ მიიღეს. ჩემი აზრით, ეს ახლაც ამავეს იმსახურებენ“.

გიგი იოსელიანი „სამტრედიაში“ 2021 წლის დასაწყიში დაბრუნდა. ის კლუბში 2015-2016 წლებშიც თამაშობდა და გუნდის კაპიტნად აირჩიეს. 30 წლის ნახევარმცველს გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.