გიგი აბუაშვილმა „მეცში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა #1TVSPORT
გიგი აბუაშვილმა „მეცში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა #1TVSPORT

გიგი აბუაშვილი საფრანგეთშია და ლიგა 1-ის „მეცში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა – ინფორმაცია და ფოტომასალა Geo Team-მა გაავრცელა, შემდეგ კი ფოთის „კოლხეთმა“ დაადასტურა.

საფეხბურთო პორტალის ცნობით, ფოთის „კოლხეთის“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელს სამედიცინო შემოწმების შემდეგ პრეზენტაციისთვის გადაღება დაუნიშნეს.

„გიორგი აბუაშვილი ერთწლიანი იჯარით საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „მეცში“ ითამაშებს. ფრანგულ გუნდს აბუაშვილის გამოსყიდვის უფლება ექნება. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის ახალ კლუბში“, – ეს „კოლხეთის“ განცხადებაა, სადაც ბოლოს 22 წლის თავდამსხმელი თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ „მეცში“ პირველად ქართველებიდან გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, ზაფხულში კი გიორგი წიტაიშვილი გადავიდა და ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.