გიგაშვილი მონტენეგროს „მლადოსტში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
გიგაშვილი მონტენეგროს „მლადოსტში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

ზურაბ გიგაშვილი კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს. 21 წლის ქართველი მცველი დონია გორიცასოფკ მლადოსტში“ ითამაშებს.

„კიდევ ერთი კონტრაქტი გაფორმდა. დონია გორიცასმლადოსტის“ რიგებში კარიერას ზურაბ გუგაშვილი გააგრძელებს, რომელიც ქართველი ფეხბურთელია. მოგესალმებით!“ – წერია მონტენეგროული კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

ზურაბ გიგაშვილი საქართველოშია გაზრდილი, მაგრამ მისი თითქმის მთელი კარიერა უცხოეთს უკავშირდება. 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე თურქეთში, „ჩაიოლუსპორში“ აკადემიის გუნდში თამაშობდა. მომდევნო ოთხი წელი „ანკარაგუჩუს“ ახალგაზრდულ გუნდში გაატარა.

2019 წლის ივლისში გიგაშვილმა თურქეთი დატოვა, 2020 წლის თებერვალში კი რუსულ „არმავირში“ გადავიდა, თუმცა თამაში არ ჩაუტარებია. 28 სექტემბერს ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთის პრემიერლიგის „ტამბოვთან“.

2021 წლის 10 ოქტომბერს ახალგაზრდა მცველი გადავიდა უკრაინულ „კრივბასში“, ხოლო ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს „თელავში“ ჩაირიცხა, სადაც ორ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა.