გიგაშვილი „კრივბასში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
გიგაშვილი „კრივბასში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

ზურაბ გიგაშვილი კარიერას უკრაინაში გააგრძელებს – 19 წლის ტანმაღალი (189 სმ) ცენტრალური მცველი კრივოი როგისკრივბასში“ ჩაირიცხა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა გასული სეზონი „ტამბოვში“ ითამაშა და საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო – რუსეთის პრემიერლიგაში რვა მატჩი ჩაატარა. თუმცა, გუნდი ლიგიდან გავარდა, გაკოტრებულად გამოცხადდა და გაუქმდა, გიგაშვილმაც ახალი კლუბი მოძებნა.

კრივოი როგისკრივბასში“ 10 წლის წინ უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი ფორმით ბევრ ქართველ უთამაშია – ჯაბა კანკავას, სანდრო კობახიძეს, უჩა ლობჟანიძეს, ბექა გოცირიძეს. თუმცა, კლუბი 2013 წელს ფინანსური პრობლემების გამო გაკოტრდა და ორი წლის შემდეგ მხოლოდ მოყვარულთა გუნდის სტატუსით აღადგინეს. კრივოი როგის „კრივბასი“ პროფესიულ ფეხბურთში 2020 წელს შემდეგ დაბრუნდა.

კრივბასში“ ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი თავდამსხმელი თამაშობს – ვაგნერ გონსალვეში, რომელიც 2017 წელს „საბურთალოს“ ფორმით ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, შემდეგ კი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი გახდა.