გიგა ფარულავა - პოლიტიკოსს კეთილგონიერება უნდა ეყოს, საკუთარი სახელმწიფო საერთაშორისო პლატფორმაზე უცხო ქვეყნის აგენტობაში არ დაადანაშაულოს
გიგა ფარულავა - პოლიტიკოსს კეთილგონიერება უნდა ეყოს, საკუთარი სახელმწიფო საერთაშორისო პლატფორმაზე უცხო ქვეყნის აგენტობაში არ დაადანაშაულოს

საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნის აგენტობაში როცა ადანაშაულებ, ეს დამოკიდებულება მიუღებელია. საქართველოს უსაფრთხოებას როცა ეხება საქმე, ნებისმიერ პირს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ არა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას კითხვა დაუსვეს გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე. 

„შეფასებები, რაც მოვისმინეთ, ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენთვის წარმოუდგენელია, როცა საკუთარ სამშობლოს აგენტობაში ადანაშაულებ. ეს ეხება ამ ადამიანსაც და სხვასაც. რა მნიშვნელობა აქვს, ამას მიზანმიმართულად აკეთებს თუ შეუგნებლად, მსგავსი სახის შეფასებები მიუღებელია. მით უმეტეს, თუ პოლიტიკოსი ხარ და პრეტენზია გაქვს, პოლიტიკურ აქტივობაში იყო ჩართული, იმის კეთილგონიერება უნდა გეყოს, რომ საკუთარი სახელმწიფო საერთაშორისო პლატფორმაზე უცხო ქვეყნის აგენტობაში არ დაადანაშაულო“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.