გიგა ფარულავა - მოქალაქეებს ვაფრთხილებდით, რომ 4 ოქტომბერი პროვოკაცია იყო და არ უნდა აჰყოლოდნენ, ეს არის როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობა
მოქალაქეებს ვაფრთხილებდით, რომ 4 ოქტომბერი პროვოკაცია იყო და პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდნენ. ეს არის როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ამ პროვოკაციასა და ე.წ. მშვიდობიან დამხობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ პარტიებს, ვინც აქტიურად ტირაჟირებდნენ 4 ოქტომბრის მოვლენებით რაღაც სახელისუფლო ცვლილებებს“.
„პასუხისმგებლობა „ოცნებასაც“ ეკისრება, რადგან მათ თავიანთი პროპაგანდით ამ პროვოკაციას ხელი შეუწყვეს და სათათბურე პირობები შეუქმნეს. ეს არის როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.