გიგა ფარულავა - ხელისუფლებას არ აინტერესებს ემიგრანტების მოსაზრება ქვეყნის მომავლის მშენებლობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა მოტივი, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს
გიგა ფარულავა - ხელისუფლებას არ აინტერესებს ემიგრანტების მოსაზრება ქვეყნის მომავლის მშენებლობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა მოტივი, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს

კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაა საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომლითაც ემიგრანტებს არჩევნებში, ასევე რეფერენდუმსა და პლებისციტში მინაწილეობის მიღება ეზღუდებათ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ხელისუფლებას არ აინტერესებს ემიგრანტების მოსაზრება ქვეყნის მომავლის მშენებლობასთან დაკავშირებით“.

„პროპაგანდის ნაწილი და კონსტიტუციასთან ცალსახად შეუსაბამოა მოტივი, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს და მათი ზეგავლენისგან დაცვის მექანიზმებზე მიუთითებს. ემიგრანტები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, რადგან ხელისუფლება ვერ სთავაზობს ნორმალურ ყოფით პირობებს. ეს ადამიანები ქვეყნიდან მიდიან, რათა საკუთარი თავი და ოჯახები გადაარჩინონ. სამწუხაროდ, ხელისუფლებას დღევანდელ მოცემულობაში არ აინტერესებს მათი მოსაზრება ქვეყნის მომავლის მშენებლობასთან დაკავშირებით. მათი პროპაგანდაა, რასაც „ქართული ოცნება“ მოტივად და საფუძვლად ასახელებს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.