გიგა ფარულავა - ხელისუფლება ცდილობს, თავის ამომრჩეველში პროპაგანდისტული ნარატივები გააძლიეროს, ვინმე თუ საზოგადოებას აპირისპირებს და ქვეყანას რეალურ საფრთხეს უქმნის, „ოცნებაა“
გიგა ფარულავა - ხელისუფლება ცდილობს, თავის ამომრჩეველში პროპაგანდისტული ნარატივები გააძლიეროს, ვინმე თუ საზოგადოებას აპირისპირებს და ქვეყანას რეალურ საფრთხეს უქმნის, „ოცნებაა“

ხელისუფლება ცდილობს, თავის ამომრჩეველში პროპაგანდისტული ნარატივები გააძლიეროს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, ვინმე თუ საზოგადოებას აპირისპირებს და ქვეყანას რეალურ საფრთხეს უქმნის, „ოცნებაა“.

„წლების წინ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რიგებში განიხილებოდა და, სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლების იზოლაციური პოლიტიკით ქვეყანას საბჭოთა სივრცეში ექაჩება, სადაც, ფაქტობრივად, სტაბილურობა არ არსებობს. შესაბამისად, მათი პოლიტიკა ქვეყანას საფრთხეს ნამდვილად უქმნის“, – აღნიშნა ფარულავამ.