„იუ ეფ სი“-ს (UFC) მომდევნო ღონისძიებაზე, რომელიც 18 აპრილს გაიმართება, ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძეც იბრძოლებს. აღნიშნული ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში თავად დაადასტურა.
„UFC-დან დამიკავშირდნენ და მკითხეს თუ შევძლებ ბრძოლას 18 აპრილს 70 კგ. (Lightweight) კატეგორიაში. რა თქმა უნდა, დავთანხმდი“, – წერს ჭიკაძე.
ჭიკაძე მსუბუქ წონაში (lightweight – 70 კგ.) ასპარეზობს და ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ღონისძიებებზე ორიდან ორი ბრძოლა აქვს მოგებული.