გიგა ბოკერია - სცენარი, რომელიც არჩევნების გარდა არსებობს, არის ან დიქტატურა რაღაც დროით, ან სწრაფადვე ლეგიტიმური რევოლუცია, ორივე ცუდია და ამიტომ არის საჭირო მოლაპარაკებები
გიგა ბოკერია - სცენარი, რომელიც არჩევნების გარდა არსებობს, არის ან დიქტატურა რაღაც დროით, ან სწრაფადვე ლეგიტიმური რევოლუცია, ორივე ცუდია და ამიტომ არის საჭირო მოლაპარაკებები

ქვეყანაში ვისაც ძალაუფლება აქვს, საზოგადოებას ეუბნება, რომ არჩევნებს გიუქმებო, არჩევნებით აღარ წყდება, ვის აქვს ძალაუფლებაო, რჩება ორი გზა – ან შეგუება დიქტატურისკენ სვლის, ან რევოლუცია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ არ გვინდა არც ერთი. პირველი არის კატასტროფა, მეორე არის ძალიან სარისკო, ამიტომ არის გამოსავალი ვადამდელი ნორმალური არჩევნები. ახლა რატომ უნდა დაეთანხმოს ამას ივანიშვილი, რადგან ის სცენარი, რომელიც არჩევნების გარდა არსებობს, არის ან დიქტატურა რაღაც დროით, ან სწრაფადვე ლეგიტიმური რევოლუცია, რომელსაც ოპოზიცია კი არ აწყობს, ხელისუფლების მოქმედებების გამო, აწყობს ხალხი. ორივე არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი და მისთვის პერსონალურად სარისკო. ამას რომ გაიგებს, სწორედ ამისთვის არის საჭირო მოლაპარაკებები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, თუ ხალხი და პოლიტიკური სპექტრი ეგუება, რომ არჩევნებით არ წყდება ძალაუფლების ბედი, მაშინ არის ავტორიტარიზმი დიქტატურისკენ სვლით ან ძალადობრივი, ლეგიტიმური რევოლუცია.

„პირველი კატასტროფაა და მჯერა, რომ საზოგადოება ამას არ შეეგუება, მეორე, ჩვენ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ძალიან სარისკოა და მსხვერპლთან არის დაკავშირებული. ყველაფერი უნდა ავიცილოთ თავიდან, ამიტომ არის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არჩევნების იდეის გადარჩენა“, – განაცხადა ბოკერიამ.