გიგა ბოკერია - საგულისხმოა, რომ წულიკიანმა გრიგოლ ვაშაძე შეაქო, როგორც ჩანს, მისთვის კარგი ოპოზიცია პოლიტიკიდან წასული ოპოზიციონერია
გიგა ბოკერია - საგულისხმოა, რომ წულიკიანმა გრიგოლ ვაშაძე შეაქო, როგორც ჩანს, მისთვის კარგი ოპოზიცია პოლიტიკიდან წასული ოპოზიციონერია

ქალბატონი წულუკიანისთვის კარგი ოპოზიციონერი არის პოლიტიკიდან წასული ოპოზიციონერი. ეს კარგად მეტყველებს მის მსოფლხედველობაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ თქვენ დაანგრიეთ საკუთარი პარტია“, ბოკერიამ უპასუხა, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები მისთვის სასაცილოც კი აღარ არის.

„რა არის ახალი ამაში ? თუ არ ვცდები მეოცედ იძახის ამას. საინტერესოც კი აღარ არის. ვერთობოდი თავიდან ამ მძიმე ვითარებაშიც კი ამ განცხადებბეით და იმდენად გაიცვითა, რომ სასაცილოც აღარ არის ჩემთვის. უფრო საგულისხმო იყო ქალბატონი წულიკიანის განცხადება, რომელმაც შეაქო ბატონი გრიგოლ ვაშაძე. აქედან პატარა სენტენციალი რომ გამოვიტანოთ, ქალბატონი წულუკიანისთვის კარგი ოპოზიციონერი არის პოლიტიკიდან წასული ოპოზიციონერი. ეს კარგად მეტყველებს მის მსოფლხედველობაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, დიალოგის გაგრძელება აუცილებელია, ვიდრე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

„ხვალ შედის განცხადებები მანდატებზე. რაც შეეხება მოლაპარაკებების გაგრძელებას, არათუ ამით მთავრდება, არამედ იწყება მოლაპარაკებები. მოლაპარაკების წარმატებები არის ქვეყნის გამოყვანა ამ უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმა შეიყვანა ის. ეს შესაძლებელია მხოლოდ ახალი, ნორმალური არჩევნებისკენ სვლით. ამ სვლაში იგულისხმება ბევრი რამ. გარდა იმისა, რომ უნდა დაინიშნოს ახალი, ვადამდელი არჩევნები, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადამინისტრაციის ცვლილებები, ასევე სასურველი ცვლილებები სისტემაში. თუ ივანიშვილი პერსონალურად და აქედან გამომდინარე, ყველა მისი პოლტიკური კლოუნი დააფქსირებს, რომ გონს მოვიდა ის, ამის მერე ვისაუბროთ ჩვენ ამ დანარჩენზე, თუნდაც მნიშვნელოვან დეტალებზე. საკვანძო საკითხი არის ეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის საკითხს, ბოკერიას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით პოზიციის ცვლილებას არ გამოიწვევს.

„მიმაჩნია, რომ ვაშაძის გადასაწყვეტია და მისი პოლიტიკური ძალის საქმე არის, რა ტიპის კომენტარებს გააკეთებს, რა ხდება იქ და არა ჩემი. რაც შეეხება პოზიციის ცვლილებებს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მე ვერ ვხედავ ვერც მიზეზებს და ნიშნებს იმისა, რომ რამე არსებითი შეიცვალოს ამით. „ევროპული საქართველოსთვის“ ნამდვილად არ იცვლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.