გიგა ბოკერია - პრემიერს თუ აწუხებს, რომ ოპონენტები ტოქსიკურები ჰყავს, იყოს შეწუხებული
პრემიერს თუ აწუხებს, რომ ოპონენტები ტოქსიკურები ჰყავს, იყოს შეწუხებული, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადების საპასუხოდ.
ბოკერიას თქმით, „არჩევნებზე მოქალაქეები გამოუტანენ რეჟიმს ვერდიქტს“.
„განსხვავებული ხედვის ადამიანები ძალიან მკაცრად შეაფასებენ ამ წლებს და განსაკუთრებით ამ პერიოდს, როცა ხელისუფლება, იმის მაგივრად, რომ მათ დაკვეთას ასრულებდეს, ივანიშვილის მეთაურობით, მუდმივად ახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ ამცირებენ საზოგადოებას. ივანიშვილს სურს, რომ ის თამაშის წესები მოგვახვიოს, რაც აქვს საკუთარ გუნდში, როცა მათ არ თვლის სრულფასოვან ადამიანებად და ამას ქართული საზოგადოება არ მიიღებს არც ერთ ვარიანტში. განსაკუთრებით, იმ ნაწილში, როცა დაგვცინიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენზე და ყველაზე თქვენზე უფრო ჭკვიანები არიან და ჩვენს მაგივრად გადაწყვეტენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ ვხარჯოთ ჩვენი ფული. სხვა განცხადებები ბატონი გახარიასი ან ნებისმიერი მარიონეტის, ამ შემთხვევაში, არის უმნიშვნელო და არაფრისმთქმელი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „პოლიტიკური სპექტრი დღეს სამწუხაროდ ძალიან ტოქსიკურია“.