გიგა ბოკერია - მოლაპარაკებებში არაფერი იცვლება, ახალი არჩევნები არის ის საკითხი, რომლის ქოლგის ქვეშაც უნდა მოხდეს ყველაფერი
გიგა ბოკერია - მოლაპარაკებებში არაფერი იცვლება, ახალი არჩევნები არის ის საკითხი, რომლის ქოლგის ქვეშაც უნდა მოხდეს ყველაფერი

მოლაპარაკებებში არსებით საკითხში არაფერი იცვლება. ახალი არჩევნები არის ის საკითხი, რომლის ქოლგის ქვეშაც უნდა მოხდეს ყველაფერი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას საკითხი აღნიშნული მოლაპარაკებების შემადგენელი ნაწილია.

„ამ ქოლგის ქვეშ შედის ბევრი საკითხი. ბატონმა კალაძემ, უტიფარმა და კიდევ ერთმა კლოუნმა ბრძანა, რომ ჟვანიას საკითხს არ სვამენ მოლაპარაკებებზეო. რა სისულელეა? ჟვანიას საკითხი ერთი ნაწილია. ჯერ არის ის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს და ახალი არჩევნები რომ ნორმალურად ჩატარდეს, ამის შემადგენელი ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჟვანიას გაშვება, ცესკო-ში ცვლილებები, სუს-ის ჩარევის განეიტრალება და ბევრი რამ. ჟვანიას საკითხი უმნიშვნელო კი არაა, ერთ-ერთია“, – განაცხადა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი