გიგა ბოკერია - კრიზისიდან გამოსვლისთვის პრინციპული საკითხებია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ტექნიკურად ახალი, ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადება
გიგა ბოკერია - კრიზისიდან გამოსვლისთვის პრინციპული საკითხებია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ტექნიკურად ახალი, ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადება

ყველა, ვინც მხარს უჭერს ქართველი ხალხის სწრაფვას სრული ლიბერალური დემოკრატიისკენ, თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისკენ, დემოკრატიისა და პუტინის რუსეთის აგრესიისგან დაცვისკენ, ყველამ გამოხატა თავისი პოზიცია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებების კომენტირებისას, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ემზადება, როგორ შეუშალოს ხელსაქართველოსთვის საშიშ რეჟიმს და აქედან გამომდინარე, თავისუფალი სამყაროს ინტერესებისთვის საშიშ რეჟიმს.

„მე არასოდეს არ ვსაუბრობ ჩვენი პარტნიორების ნაცვლად, მათ პოზიციას გამოხატავს ხოლმე ის საჯარო პოზიცია, რაც მათი დედაქალაქებიდან ისმის და რაც მათ განცხადებებშია. ჩვენ ვნახეთ ეს განცხადებები. ყველა ვინც მხარს უჭერს ქართველი ხალხის სწრაფვას სრული ლიბერალური დემოკრატიისკენ, თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისკენ, დემოკრატიისა და პუტინის რუსეთის აგრესიისგან დაცვისკენ, ყველამ გამოხატა თავისი პოზიცია, ზოგმა კიდევ უფრო მკვეთრი ფორმით, ზოგმა შედარებით ნაკლებად, მაგრამ შინაარსობრივად მკვეთრად ყველა არის არა უბრალოდ შეშფოთებული, არამედ ყველა ემზადება, როგორ შეუშალოს ხელი ამ ჩვენი ქვეყნისთვის საშიშ რეჟიმს და აქედან გამომდინარე, თავისუფალი სამყაროს ინტერესებისთვის საშიშ რეჟიმს, ივანიშვილის ხელისუფლებას და ეს დისკუსია გაგრძელდება ყველა შემთხვევაში. სხვის ნაცვლად მე არ ვისაუბრებ და ჩემი პოზიცია როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის არის ის, რომ ეს საფრთხე, ივანიშვილისთვის გახდა კიდევ უფრო რეალური და რა თქმა უნდა, გამოყენებული უნდა იქნას ეს საფრთხე, რათა სადაც შანსია, მან ისეთი კატასტროფები რაც დღეს ჩაიდინა, აღარ ჩაიდინოს, მაგრამ თუ ჩაიდენს, ჩვენ ვიცით, როგორ ამთავრებენ ოლიგარქები და მათი გარემოცვა, როცა ისინი საკუთარ ხალხს და ამ ხალხის მხარდამჭერ თავისუფალ სამყაროს უპირისპირდებიან. ეს გვაქვს ნანახი უკრაინაში, დრამატული სცენარით და გვაქვს ნანახი მოლდოვაში. საქართველო არ არის იდენტური ამისი, მაგრამ ჩვენი ამოცანა იქნება, რომ საზოგადოებამ მაქისმალური წინააღმდეგობა გაუწიოს და მოუგოს ამ საშიშ რეჟიმს. ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანად და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს აქტიური მხარდაჭერა თავისუფალი სამყაროსგან, ამ მხარდაჭერის ნაწილი, რა თქმა უნდა უნდა, შესაძლოა იყოს, ჩემი აზრით, საფრთხე სანქციების“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხსაც.

„რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი საკითხები და ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორთან გვაქვს დასმული ასე, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით, ნიკა მელიას სასწრაფოდ განთავისუფლება, ასევე – რვა მარტის შეთანხმებიდან ჩატოვებული რურუასი, პრინციპული საკითხებია ორივე, შეწყვეტა დევნის და მომზადება ტექნიკურად ახალი, ვადამდელი არჩევნების“, – განაცხადა ბოკერიამ.