გიგა ბოკერია - ხელისუფლება ჯერ რაღაცას აკეთებს და ლაპარაკობს, მერე კი ფიქრობს
გიგა ბოკერია - ხელისუფლება ჯერ რაღაცას აკეთებს და ლაპარაკობს, მერე კი ფიქრობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგა ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლებას კანაფის წარმოება-კულტივაციის საკითხზე გაუგებარი იდეების ხროვა აქვს.

როგორც პირველ არხს ბოკერიამ განუცხადა, „ხელისუფლება ჯერ რაღაცას აკეთებს და ლაპარაკობს, მერე კი ფიქრობს“.

„ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს – მეორეს. ეს იმის მაგალითია, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გუნდი როგორ მოქმედებს. ჯერ რაღაცას აკეთებს და ლაპარაკობს, მერე ფიქრობს. ჯერ გადაიფიქრებს, მერე გადმოიფიქრებს. ჩამოყალიბდნენ, რა ხედვა აქვთ, რას და როგორ აკეთებენ, რომ ამ თემაზე ნორმალური დისკუსია წარიმართოს. საზოგადებას უნდა გააგებინონ, რას აკეთებენ, როგორ და რატომ. ჯერ ხედვა უნდა დადონ და ინფორმირებული დისკუსია შემდეგ უნდა გქონდეს. გაუგებარი იდეების ხროვა აქვთ. კონკრეტული ხედვა წარმოადგინონ და შემდეგ ვიტყვით, ჩვენი პოზიცია როგორია“, – განაცხადა ბოკერიამ.