გიგა ბოკერია - გვაქვს ამოცანა, ვიყოთ კომპრომისისთვის მზადყოფნაში და ამავე დროს პრინციპულები იმ საკითხებზე, რაც კრიზისის გადასალახად აუცილებელია
გიგა ბოკერია - გვაქვს ამოცანა, ვიყოთ კომპრომისისთვის მზადყოფნაში და ამავე დროს პრინციპულები იმ საკითხებზე, რაც კრიზისის გადასალახად აუცილებელია

გვაქვს ამოცანა, რომ ვიყოთ კომპრომისისთვის მზადყოფნაში და ამავე დროს პრინციპულები იმ საკითხებზე, რაც კრიზისის გადასალახად აუცილებელია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ დიალოგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა იმ პუნქტზე შეთანხმება აუცილებელია, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა წარმოადგინა.

„ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, „ევროპულ საქრთველოს“, ჩვენს პარტნიორებს ევროპულ ორგანიზაციებში გვაქვს ამოცანა, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივაღწიოთ შეთანხმებას, ვიყოთ ერთდროულად მოქნილები და კომპრომისისთვის მზადყოფნაში, მაგრამ ამავე დროს, პრინციპულები იმ საკითხზე, რაც კრიზისის გადასალახად აუცილებლად მიგვაჩნია. ამისთვის აუციელბელია ყველა იმ პუნქტზე გონივრული შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა წარმოადგინა. მათ შორის, არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი, მელიას და რურუას მათი გათავისუფლება, საარჩევნო წესებისა და რეგულაციების არსებითი შეცვლა და საკვანძო საკითხი – მისვლა ნორმალურ ვადამდელ არჩევნებამდე. ვინმე თუ თვილის, რომ ნებისმიერ შეთანხმებას დაეთანხმება „ევროპული საქართველო“, ეს ასე არ არის, დავეთანმებით იმას, რაც მიგვაჩნია გონივრულ კომპრომისად, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თავის მოტყუებას ნამდვილად არ ვაპირებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.