გიგა ბოკერია - გუშინდელ დებატებში დავით ბაქრაძე ოპოზიციიდან მის კონკურენტზე ერთი თავით მაღლა იყო
დავით ბაქრაძე ოპოზიციიდან მის კონკურენტზე ერთი თავით მაღლა იყო,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პირველ არხზე საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართულ გუშინდელ დებატებს.
„მე კი მიკერძოებული ვარ, მაგრამ ჩემი მიკერძოების მიუხედავად, ამ ტიპის უპირატესობა, რაც ამ დებატებში დავით ბაქრაძეს ჰქონდა, ძნელი წარმოსადგენია. სალომე ზურაბიშვილზე საერთოდ არ ვსაუბრობ, ეს მოსალოდნელიც იყო. დავით ბაქრაძე ოპოზიციიდან მის კონკურენტზე ერთი თავით მაღლა იყო, რადგან ეს ის საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც ქვეყანას სჭირდება. მას კომპეტენცია, ხედვა და რწმენა აქვს და ამის არტიკულირება შეუძლია. გუშინდელ დებატებზე ეს ვნახეთ“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ და განაცხადა, რომ ძალიან საკვირველია, რომ ეს საკითხი მედიაში დღეს არ გაშუქებულა.
„ძალიან მიკვირს, რომ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ მიმართულების მედიაში არანაირი გაშუქება არ ყოფილა. დებატები პირისპირ სერიოზული მოვლენაა. ერთადერთი დღე იყო და მე მგონი, ამის შეფასება საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო”,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.