გიგა ბოკერია - გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას
გიგა ბოკერია - გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას

გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა, ჩვენი ქვეყნის მტრულ პროპაგანდას ეწეოდა, ახლა ეს კაცი და თავისი გზავნილებიც არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გიგა ბოკერია გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „მცხეთის იქით ხალხმა ბიძინას და მიშას მეტი არავინ იცის“.

მისი თქმით, პროპაგანდა, რომ თუ არ იქნება ივანიშვილი, იქნება სააკაშვილი, აწყობს როგორც ივანიშვილს, ისე სააკაშვილის გარემოცვას.

„გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა, ჩვენი ქვეყნის მტრულ პროპაგანდას ეწეოდა, ეთნიკური ნიშნით დაყოფას და მოღალატე სომეხს ეძახდა, რომელიც მალავს თავის წარმოშობასო, ახლა ეს კაცი და თავისი გზავნილებიც არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას.

სწორედ ამიტომაა „ევროპული საქართველოს“ ხედვა ცვლილებებზე. ცვლილება არა მარტო ივანიშვილის, რაც აუცილებელი პირობაა, ამავე დროს არ დაშვება ისეთი ადამიანის პრემიერობის (სააკაშვილი), გუბაზ სანიკიძეს რომ მიიღებს თავის სპიკერად.

ეს პროპაგანდა, რომ თურმე ივანიშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი და თუ ივანიშვილი არ იქნება, სააკაშვილი იქნება, აწყობს ივანიშვილს და აბსოლუტურად ბრიყვულად აწყობს სააკაშვილის გარემოცვასაც. პროპაგანდა, თუ ჩვენ არ ვიქნებით ძალაუფლებაში ისე, როგორც 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩემი ჩათვლით, როცა ყველა შტოს ვაკონტროლებდით, რამაც სერიოზული პრობლემები მოგვიტანა ( შემდეგ ქვეყანა, საზოგადოება წინ წავიდა და აღარავის უნდა ეს), თურმე ამას ალტერნატივა არ აქვს, არის სიცრუე.

„ევროპული საქართველო“ იქნება ერთ-ერთი გარანტი ამის არდაშვების და დემონსტრირება იმისა, რომ ეს სიცრუეა. ქართველ ხალხს სურს არა დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება, რაც ივანიშვილს უნდა, არა წარსულში დაბრუნება, როგორც სააკაშვილს უნდა, ოღონდ გუბაზით, რომელიც მას ღალატში და ეთნიკური შუღლის გაღვივებით სომხობაში ადანაშაულებდა. სამარცხვინოა დღეს ასეთი კაცის მთავარ სახედ მიღება. ქართველ ხალხს უნდა წინ ყურება სწორი გეზით და სწორი კომპასით, იმ გეგმით, რაც აქვს „ევროპულ საქართველოს“ – მცირე გადასახადებით მეტი დოვლათი ჯიბეში ხალხს, სამუშაო ადგილები, კერძო საკუთრება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.