გიგა ბოკერია - ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ის ახლა ხელისუფლების ბანაკშია
გიგა ბოკერია - ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ის ახლა ხელისუფლების ბანაკშია

ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ის ახლა არის ხელისუფლების ბანაკში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს მოლაპარაკებებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად შეუძლია, მივიდეს.

„ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის. ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ეს გააფორმა მან თვითონ, ის არის ივანიშვილის სპიკერის რეჟიმის სპიკერი. ჩვენ ელისაშვილს არ დავუძახებთ, იქ კობახიძესთან ერთად მობრძანდეს და მასთან ერთად, როგორც ერთ-ერთ ერთეულს, როგორც ახლა არის ხელისუფლების ბანაკში, რა თქმა უნდა, იქ როგორ უნდა ავუკრძალოთ. ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს“, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.