გიგა ბოკერია - ამ უთანასწორო ბრძოლაში ყველა რესურსის გამოყენებას ვაპირებთ, რაც დაკავშირებულია პარტიულ დაფინანსებასთან
გიგა ბოკერია - ამ უთანასწორო ბრძოლაში ყველა რესურსის გამოყენებას ვაპირებთ, რაც დაკავშირებულია პარტიულ დაფინანსებასთან

ამ უთანასწორო ბრძოლაში ყველა რესურსის გამოყენებას ვაპირებთ, რაც დაკავშირებულია პარტიულ დაფინანსებასთან. ბუნებრივია, საპარლამენტო დაფინანსების კომპონენტს არ და ვერ ავიღებთ, იმიტომ რომ საპარლამენტო საქმიანობაში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დაფინანსების სახით იმაზე ნაკლებს იღებს, ვიდრე ეკუთვნის.

„მე პატივს ვცემ მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. თუ უნდა კობახიძეს და ივანიშვილის რეჟიმს ამ მუქარის შესრულება, თვითონ გააკეთონ ეს და არა ჩვენ, თვითონ გადადგან ნაბიჯი ამ ვითარებაში, რომ პოლიტიკური პოზიციის გამო ცვლიან თამაშის წესებს. მეტი გვეკუთვნოდა წესით და რიგით და ნაკლებს ვიღებთ. ბუნებრივია, ამ რესურსებს ვიყენებთ ოფისების შესანახად და არა პოლიტიკური ლიდერების შესანახად“, – განაცხადა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი