გიდი ალექსანდრე პაიკიძე - ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად 48 საათი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება ძირითადი სახელმწიფო უწყებების პიკეტირება
გიდი ალექსანდრე პაიკიძე - ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად 48 საათი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება ძირითადი სახელმწიფო უწყებების პიკეტირება

გიდი ალექსანდრე პაიკიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში დაწესებული რეგულაციები უნდა მოხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძირითადი სახელმწიფო უწყებების პიკეტირება დაიწყება.

„რეგულაციების მოხსნაზე არის საუბარი, რომ არ შევყვეთ, ბევრი პუნქტია, ვაერთიანებთ ამ ყველაფერს ერთ ფრაზაში. დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრების რიტმს, სადაც ადამიანები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას იმ შიშებიდან გამომდინარე, რაც ვიღაცას აწუხებს. 48 საათი არის ხელისუფლებისთვის მოთხოვნების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება პიკეტირება ძირითადი სახელმწიფო უწყებების, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას – ეს გახლავთ პარლამენტი, კანცელარია, და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ლუგარის ლაბორატორია“, – აღნიშნა ალექსანდრე პაიკიძემ.

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს.