გიდეონ საარმა კაია კალასი თურქეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა – „თვალთმაქცობის მასტერკლასი“
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მისი სატელეფონო საუბრის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
საარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კალასის განცხადებაში „ერთი სიტყვაც კი არ არის ნახსენები თურქეთში ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევების შესახებ“.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ჩამოთვალა თურქეთში დაფიქსირებული, მისი შეფასებით, სისტემური პრობლემები: მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და დაკავებები, პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკური კონკურენტების დაპატიმრება, ოპოზიციონერი მერების დაკავება და ჟურნალისტების მიმართ დაწესებული შეზღუდვები.
„თვალთმაქცობის მასტერკლასი“, – წერს საარი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, კაია კალასმა თურქეთი უსაფრთხოების, მიგრაციისა და ენერგეტიკის სფეროში მთავარ პარტნიორად და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნად მოიხსენია. კალასის განცხადებით, ერდოღანთან საუბრისას განიხილეს ევროკავშირ–თურქეთის ურთიერთობების გაძლიერება, კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები და ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. მისივე თქმით, თურქეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში.
You won’t find a single word here about:
The brutal human rights violations in Turkey, which were on display again just weeks ago when a Turkish court removed the newly elected leader of the main opposition party from office; peaceful protesters being met with force and mass… https://t.co/2E3NGui2v3
— Gideon Sa’ar | גדעון סער (@gidonsaar) July 1, 2026