გიდეონ საარი - დღეს პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ჯიჰადისტური სახელმწიფოს შექმნას ნიშნავს, ეს არ მოხდება
პალესტინის სახელმწიფოს შექმნა დღეს „ჰამასის“ სახელმწიფოს, ჯიჰადისტური სახელმწიფოს შექმნას ნიშნავს, ეს არ მოხდება, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.
ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დღეს ევროპაში არის ქვეყნები, სადაც მუსლიმური მოსახლეობა უზარმაზარია და ზოგჯერ ეს გავლენას ახდენს მათი მთავრობების პოლიტიკაზე.
„ეს არ გამოიწვევს ისრაელის თვითმკვლელობას. ჩვენ არ დავუშვებთ ჯიჰადისტური ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას ჩვენი უძველესი სამშობლოს გულში. ეს არ მოხდება. როდესაც ისინი მოითხოვენ ამ ომის დასრულებას, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? ომის დასრულებას, როდესაც „ჰამასი“ ღაზაში ხელისუფლებაში დარჩება. ეს ტრაგედია იქნება როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის“, – განაცხადა გიდეონ საარმა.