გია ყანჩელს დღეს საპატიო რუსთაველის ტიტული მიენიჭა [ფოტო]

22:07, 15.09.2018

ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა  საკონცერტო სეზონი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში გახსნა.

რუსთავქალაქობა 2018-ის ფარგლებში ნიკოლოზ რაჭველისა და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ჩატარდა. შესრულდა ზაქარია ფალიაშვილის, ბიძინა კვერნაძის, ალექსი მაჭავარიანის, გია ყანჩელისა და ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოებები.

სოლისტები კი ნატო მეტონიძე და ალტისტი გიორგი ცაგარელი იყვნენ.

კონცერტის დასასრულს ყანჩელმა მსმენელს სიტყვით მიმართა და ისურვა დედაქალაქის შემდეგ კონცერტები რუსთავში გაიმართოს.

დღესვე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გია ყანჩელი საპატიო რუსთაველის მოქალაქის ტიტულით დააჯილდოვა.

მსგავსი