გია ვოლსკის განცხადებით, შალვა შავგულიძე გადავიდა გუნდში, სადაც უმრავლესობა იმ რეჟიმის წევრი იყო, რომელმაც გირგვლიანი მოკლა
გია ვოლსკის განცხადებით, შალვა შავგულიძე გადავიდა გუნდში, სადაც უმრავლესობა იმ რეჟიმის წევრი იყო, რომელმაც გირგვლიანი მოკლა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი შალვა შავგულიძის გადაწყვეტილებას უზნეოს უწოდებს და ამბობს, რომ ის გადავიდა გუნდში, რომლის დიდი ნაწილი იმ რეჟიმის წევრი იყო, რომელმაც გირგვლიანი მოკლა.

„მოკლედ, შეიძლება ითქვას, ეს არის უზნეო გარიგება. უზნეო გარიგება იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის დიდი ნაწილი ჩართული იყო იმ რეჟიმის მართვაში, რომელმაც მოკლა გირგვლიანი და, რომლის საქმეს, ვინ თუ არა შალვა, ძალიან კარგად იცნობს და მას ეხება უკვე.

მან გაითავისა, გაინაწილა ის პასუხისმგებლობა, რომელიც არა მარტო საზოგადოებამ დააკისრა ამ პოლიტიკურ ძალას, არამედ სტრასბურგის სასამართლომაც. ასე რომ, შავგულიძე უკვე იქ არის, სადაც გვარწმუნებდა, რომ ბრძოლით მოიპოვა გამარჯვება, რა განაჩენიც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიაში იქნებიან.