გია ვოლსკი - წინასაარჩევნო პერიოდის ძალიან ადრე დასახელება გარკვეულ სირთულეებს ქმნის, როგორც საორგანიზაციოს, ისე ფინანსურს
გია ვოლსკი - წინასაარჩევნო პერიოდის ძალიან ადრე დასახელება გარკვეულ სირთულეებს ქმნის, როგორც საორგანიზაციოს, ისე ფინანსურს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის არდასახელებით კანონს არ არღვევს.

„რაღაც თავისი გეგმები აქვს, თავისი დღის წესრიგი, მაგრამ მთავარია, რომ კანონი არ დაურღვევია. წინასაარჩევნო პერიოდის ძალიან ადრე დასახელება გარკვეულ სირთულეებს ქმნის, როგორც საორგანიზაციოს, ისე ფინანსურს. გვახსოვს ჩვენ ასეთი შემთხვევა. ასე რომ, მე ვერ ვიტყოდი, რომ NDI-ს შენიშვნა შეიძლება სწორია, კარგი იქნებოდა, მაგრამ გამწვავება ამ საკითხის არ მიმაჩნია სწორად“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს, კანდიდატებსა და პარტიებს კი ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ.