გია ვოლსკი - წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ყველა პარტიული სუბიექტის მონაწილეობას საგამოძიებო კომისიის შექმნაში, ოპოზიციას არასასურველ გადაწყვეტილებად მიაჩნია
ოპოზიციის ნაწილი, წარმმართველი ძალა ყველა წინადადებას შანტაჟად შეაფასებს და ყველაფერს, რაც საქართველოში ვითარების მოგვარებასთანაა დაკავშირებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ჯერ იყო და ფაროსანას იმედი ჰქონდათ, რომ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობას დაანგრევდა, ხალხს ააჯანყებდა. მერე ამერიკული სანქციების, კოვიდის, რომელიც მნიშვნელოვანწილად თავად გაავრცელეს. ახლა წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ყველა პარტიული სუბიექტის მონაწილეობას საგამოძიებო კომისიის შექმნაში, ესეც მათთვის არასასურველ გადაწყვეტილებას მიაჩნიათ. რეალურად ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ წარმოადგინეს, ისევე, როგორც სხვა თემებთან დაკავშირებით. რატომ არ ვხსნით უბნებს, სადაც პრეტენზია გვაქვს და ახლიდან არ ვითვლით. რატომ არ ვხსნით ვიდეოთვალს, რატომ არ ვეთანხმებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას და გინდა ევროკავშირს, რატომ ვაძაგებთ და რატომ ვუწოდებთ მათ რუსეთის აგენტებს. ეს არის რეალურად ის დღის წესრიგი რაც ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს“,- განაცხადა ვოლსკიმ.