გია ვოლსკი - წარმომიდგენია, რა დაემართებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ნებისმიერ პატიმარს, ვინც ბადრაგს წინააღმდეგობას გაუწევდა, ახლა სერიოზული სხვაობაა და ეს ვერ აუტანიათ
გია ვოლსკი - წარმომიდგენია, რა დაემართებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ნებისმიერ პატიმარს, ვინც ბადრაგს წინააღმდეგობას გაუწევდა, ახლა სერიოზული სხვაობაა და ეს ვერ აუტანიათ

წარმომიდგენია, რა დაემართებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ნებისმიერ პატიმარს, ვინც ბადრაგს წინააღმდეგობას ოდნავ მაინც გაუწევდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკი ამბობს, პატიმართა და მათი უფლებების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია.

„წინააღმდეგობას საერთოდ არ უწევდნენ და წამების მსხვერპლი ხდებოდა ნებისმიერი, ვინც თვალში არ მოუვიდოდათ. მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ იცოდა და მუდმივად ასეთ სისტემას ნერგავდა. ახლა არის სერიოზული სხვაობა და ეს სხვაობა ვერ აუტანიათ. პატიმართა და მათი უფლებების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია. მოცემულობაა ის, რომ ციხეში პატიმარს იმ სტანდარტით ეპყრობიან, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას და განვითარებულ მსოფლიოს აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.