გია ვოლსკი - ვოცნებობ იმ დროზე, როცა ვიკამათებთ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ არ გვექნება ადამიანური დამოკიდებულების ის სიმძიმე, რაც დღეს გვაქვს
გია ვოლსკი - ვოცნებობ იმ დროზე, როცა ვიკამათებთ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ არ გვექნება ადამიანური დამოკიდებულების ის სიმძიმე, რაც დღეს გვაქვს

ვოცნებობ იმ დროზე, როცა ვიკამათებთ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ არ გვექნება ადამიანური დამოკიდებულების ის სიმძიმე, რაც დღეს გაგვაჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, საზოგადოებას მოაწონონ თავი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი შეჯახებულ ორივე მხარეს სიკეთისკენ მოუწოდებენ.

„დღეს ასეთი განცხადება იაგო ხვიჩიამ გააკეთა. გეგონება, რომელიმე კანონპროექტი ჰქონდეს წაკითხული, რომელსაც აფრიალებდა, რომ ამ ყველაფერს რა აზრი აქვსო. ოპოზიციამ თავად მოგვცეს ფორმატი, სად შეიძლება საერთო ენა გამოვნახოთ. როგორ შემიძლია, საერთო ენის გამოძებნის საშუალება ავუხსნა იმ ადამიანს, ვისაც გუშინ შვილი მოუკლეს? ამ მდგომარეობიდან გამოსვლა დროს და პოლიტიკოსების ახლა თაობას შეუძლიათ, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, პროექტებზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. რეალურად, სააკაშვილი არის ის მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის საზოგადოებებს შორის კეთილი ურთიერთობების დამყარებას. ვოცნებობ იმ დროზე, როცა ვიკამათებთ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ არ გვექნება ადამიანური დამოკიდებულების ის სიმძიმე, რაც დღეს გაგვაჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.