გია ვოლსკი - ველოდებით, რომ ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობა უფრო გაიზრდება, თუმცა სისტემა მზად არის გამოწვევისთვის
გია ვოლსკი - ველოდებით, რომ ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობა უფრო გაიზრდება, თუმცა სისტემა მზად არის გამოწვევისთვის

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებამ იგივე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, როგორც ამას თუნდაც ჯანდაცვის თითოეული მუშაკი გრძნობს.

გია ვოლსკი კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია.

„ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა. ეს სამედიცინო თვალსაზრისით მოსალოდნელი განვითარებაა, თუმცა სისტემა მზად არის გამოწვევისთვის. მთავარია, საზოგადოებამ იგივე პასუხისმგებლობა იგრძნოს, როგორც ამას თუნდაც ჯანდაცვის თითოეული მუშაკი გრძნობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი