გია ვოლსკი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი არ უნდა დაჩქარდეს
გია ვოლსკი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი არ უნდა დაჩქარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი არ უნდა დაჩქარდეს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მმართველ გუნდს არ უნდა, პროცესები დააჩქაროს, რათა საკითხის განხილვა სრულიად ამოწურული იყოს.

„პარლამენტის განხილვებს რაიმე დაჩქარებული, ან სისწრაფეზე აგებული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის კითხვები უნდა იყოს, ხოლო პასუხები ისეთი, რომელსაც საზოგადოება გაიგებს, რადგან ნდობის ხარისხი მხოლოდ აქედან შეიძლება, შეიქმნას. ვერ გეტყვით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სექტემბერში დასრულდება თუ ოქტომბრის გარკვეულ ნაწილსაც მოითხოვს. მთავარია, შედეგი ხარისხიანი იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.